ცხინვალის იზოლატორიდან ოსმა ძალოვნებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს. ქართველ სამართალდამცავებს, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე, სოფელ ერგენთში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს მკვიდრი, არსენ ლაფაჩი გადასცეს.
ცნობისთვის, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, რუსმა სამხედროებმა ლაფაჩი იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი გამყოფი ხაზის სიახლოვეს პირუტყვს მწყემსავდა. ის ჯარიმის, 2000 რუბლის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
დღეს ოსმა ძალოვნებმა ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი მალხაზ ლეჟავა გაათავისუფლეს.