ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

59 წლის ქალის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმების ბრალს ხედავს

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში მცხოვრები 59 წლის ქეთევან ჩირიკაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენას მისი ოჯახის წევრები ითხოვენ. ისინი მომხდარში გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსის საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ.

როგორც გარდაცვლილი ქალბატონის ნათესავი ხათუნა ჩირიკაშვილი ამბობს,  ის კლინიკაში გულის პრობლემებით მიიყვანეს, ოპერაცია უნდა ჩატარებოდა, თუმცა მეორე დღეს ოჯახს პაციენტის გარდაცვალების შესახებ აცნობეს. ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გარდაცვლილის სხეულზე სილურჯეები შენიშნეს, თავის არეში კი ჭრილობა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

საქმეზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობის მუხლით უკვე დაიწყო. გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ.

იტვირთბა....