ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

როგორ მდგომარეობაში არიან ქუთაისში ავარიაში მოხვედრილი ბიჭები (ვიდეო)

კადრები, რომელიც ყველას შეგძრავთ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირის გადაკვეთასთან მოხდა, სადაც ორი ახალგაზრდა გადასასვლელზე გადადიოდა, იქვე სწრაფად მომავალი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე ორ ახალგაზრდას დაეჯახა.

დაშავებული ბავშვები გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ბრიგადების მეშვეობით გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის ერთის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მეორისა მძიმეა.

რას ჰყვება თვითმხილველი, რომელიც აღნიშნულ ავარიიას შეესწრო „ორი ახალგაზრდა ქვეითთა გადასასვლელზე გადაიდოდა, რა დროსაც სწრაფად მომავალმა ავტომანქანამ ორივე ჰაერში ააგდო. ერთი გავიფიქრე უფალო გადაარჩინე-თქო და იქვე მდებარე ეკლესიისკენ გავემართე. ამ ეკლესიის მადლმა ორივე სიკვდილისგან იხსნა და მათ მშობლებს სიცოცხლე არ გაუმწარა. დიდება უფალს, რომ ორი ახალგაზრდა მოზარდი ბიჭი ცოცხალია“ – აცხადებს თვითმხილველი ქალბატონი.

შეგახსენებთ: ერთ-ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოდან უკვე გაწერეს და ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გადის მკურნალობას, ხოლო მეორე დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

kutaisitoday.com

 

იტვირთბა....