https://www.youtube.com/watch?v=lCiAhmyv_YA
საქართველოს ყოფილი პრეზდენტი, მიხეილ სააკაშვილი მომხრეებს არჩევნების მეორე ტურში ბრძოლისკენ მოუწოდებს. ოდესის გუბერნატორმა ვიდეომიმართვაში განხეთქილების ჩამოგდების მცდელობაში “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა.
“საქართველო ბევრად უკეთეს ხვედრს იმსახურებს, ამიტომ მინდა ვუთხრა ყველას, ვინც იბრძვის, მინდა ვუთხრა ჩვენს მომხრეებს, ჩვენ, მათ შორის, მეორე ტურის არჩევნებზე უნდა ვაჩვენოთ ჩვენი აქტიურობით, რომ ხელები არ ჩამოგვიშვია. ჩვენ ასევე უნდა ვუთხრათ იმათ, ვისაც უღალატეს იმ პარტიებმა, ვისაც ხმა მისცეს. ჩვენ ამაზე წინასწარ ვაფრთხილებით, რომ ისინი ფულზე გაყიდული პოლიტიკანები იყვნენ და პოლიტიკასთან არანაირი საერთო არ ჰქონდათ. მაგრამ მათმა ამომრჩეველმა არაფერი არ დააშავა და მე ვფიქრობ, მეორე ტური ასევე არის ამ ამომრჩევლებისთვის მათი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. გაყალბებული და მანიპულირებული არჩევნების შემდეგ ივანიშვილი ცდილობს დანერგოს უიმედობა, განხეთქილება, ინტრიგები. მას ეს არ გამოუვა იმიტომ, რომ ჩვენ გვინახავს უკეთესი საქართველო და ჩვენ ვიცით, რა არის პროგრესი, რა არის აღმშენებლობა და ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ რა სასწაულების მოხდენა შეგვიძლია, როდესაც ერთ მუშტად ვართ შეკრული.” – აცხადებს სააკაშვილი.