თბილისის სამ რაიონს ელექტროენერგია ხვალ შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღომის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის, პეტრიწის და თავდადებულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, სოფელ ბეთანიის და სოფელ დიდების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, ჭედიას, კრუპსკაიას, წერეთლის, კუიბიშევის, ულიანოვის, რიონის, ანდრონიკაშვილის, კაჭარავას და ჯანჯღავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია თელასი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.