თურქეთის მხარეს კვლავ პროგრამული ხარვეზები აქვს და სარფის სასაზღვრო პუნქტზე გადაადგილება ისევ შეფერხებულია.
გვიან ღამით საზღვრის გადმოკვეთა რიგში მდგომმა საქართველოს 300-მდე მოქალაქემ შეძლო, – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ადასტურებს.
თურქმა მებაჟეებმა და ჟანდარმერიამ მოქალაქეების იდენტიფიცირება ქართული მხარის დახმარებით შეძლეს.
სარფში საქართველოს მხარეს მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კი ისევ არ შეუძლიათ თურქეთის საზღვრის გადაკვეთა.
რაც შეეხება თურქეთის მოქალაქეებს, მათ შეუძლიათ სასაზღვრო კონტროლის გავლა როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მხარეს.