უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება. იუშჩენკომ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა დღევანდელ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე:
”არ მინდა კომენტირება გავრცელებული ხმების და განცხადებების, რომლებთანაც შეხება არ მაქვს. ჩემთვის მტკივნეულია, რომ დღეს საქართველოსა და უკრაინას ფაქტობრივად ურთიერთობა არ აქვთ. ჩემი აზრით, არ არსებობს ორმხრივი გეგმა, თუ როგორ ვხედავთ ურთიერთობას დღეს და ხვალ, როგორი უნდა იყოს განვითარება. ვფიქრობ, საქართველო თავად გაერკვევა იმ მიღწევებში, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს გაკეთებული. ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი თავის ადგილას დადგება. როცა ჩვენ გავიღვიძებთ, დღის წესრიგში ისევ დადგება ის საკითხები, რომელიც ახლა აკლია ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთობას, ეს არის მუდმივი კავშირები”, – განაცხადა იუშჩენკომ.