ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პუტინი ტრამპის მიმართ სიმპათიას არ მალავს

რუსეთის პრეზიდენტი  ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში და შესაბამისად,  ამერიკელი ხალხის არჩევანში არ ერევა. თუმცა პუტინმა დონალდ ტრამპის მიმართ სიმპათია არ დამალა და განაცხადა, რომ ის ექსტრავაგანტური და ამავდრულად,  რიგით ამომრჩევლებზე ორიენტირებულია:

„ბევრისთვის მომგებიანია თავის წარმოჩენა ბარბაროსებისგან ცივილიზაციის დამცველად, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ რუსეთი სინამდვილეში არავიზე თავდასხმას არ აპირებს. შეერთებული შტატების არჩევნებში, ეს ხელოვნური მითები არის უბრალოდ ისტერია და სხვა ტერმინს ამისთვის ვერ ვპოულობ. ვინმეს სჯერა, რომ რუსეთს შეუძლია გავლენა მოახდინოს ამერიკელი ხალხის არჩევანზე? შეერთებული შტატები არ არის ბანანის რესპუბლიკა,” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 

იტვირთბა....