https://www.youtube.com/watch?v=Jkmtioj0_KU
“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის თვალწინ მათ წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. პარტიის ცნობით, ადგილზე პარლამენტის წევრი დავით დარჩიაშვილი იმყოფებოდა.
„რუსთავი 2“-თან „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ გუბერნატორის თანდასწრებით, მანქანიდან გადმოვიდნენ ადამიანები და ფაქტობრივად, პროცესში თავად გუბერნატორიც მონაწილეობდა.
დაზარალებულია ოპერატორი და დაზიანებულია კამერა.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბარში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ “ნაციონალური მოძრაობის” განცხადება უარყო.