თბილისის საქალაქო სასამართლომ „პატრიოტთა ალიანსის” სარჩელი არ დააკმაყოფილა. პარტიამ სასამართლოში სარჩელი რამდენიმე დღის წინ შეიტანა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ოქროპირიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
როგორც ”პატრიოტთა ალიანსში” აცხადებენ, მათ ცესკო-მ ექვსი სადეპუტატო მანდატი მიაკუთვნა, თუმცა რეალურად მეტი ეკუთვნით. პარტიის წევრების მტკიცებით, მანდატების ამგვარი გადანაწილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ 17 მანდატი, რომელიც 5%-იან ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიებისგან მოგროვდა, პარლამენტში შესულ ყველა პარტიაზე თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო.
„პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივნის, გოჩა თევდორაძის თქმით, ისინი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, რადგან საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა.