ოპერას ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ყავს. კულტურის სამინისტროსთან არსებულმა საბჭომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. დღეიდან თეატრს მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი, ტენორი ბადრი მაისურაძე უხელმძღვანელებს.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში ოპერის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილიც იღებდა მონაწილეობას.
შეგახსენებთ, 26 ივლისს საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. თეატრში შესაძლო ფინანსური დარღვევების შესწავლის მიზნით მიხეილ გიორგაძის ინიციატივით, თეატრში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევიდა.