ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარფის საბაჟოზე შეფერხება თურქულ მხარეს უკავშირდება

სარფის საბაჟოზე შეფერხება თურქულ მხარეს უკავშირდება, -ამის შესახებ შემოსავლების სამსახურში აცხადებენ.

„თურქეთის მხარეს, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არის ტექნიკური შეფერხება. დილის 9 საათზე, უკვე საერთოდ შეწყვიტეს, არათუ სატვირთოა ვტომობილების, არამედ ფიზიკური პირების მიღებაც. მიზეზად ასახელებენ, სერვერების გათიშვას. ჩვენი მებაჟეები, თურქ მებაჟეებთან არიან მუდმივ კონტაქტზე, საკონსულტაციო რეჟიმში და როგორც თურქი კოლეგები ქართველ მებაჟეებს ატყობინებენ, ყოველ წუთს ელოდებიან სერვერების ჩართვას“,-აცხადებს შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსი, ხატია მოისწრაფიშვილი.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, მიმოსვლა საღამომდე აღდგება.

შეგახსენებთ, რომ  სარფის საბაჟოზე რიგებია. დილიდან მოქალაქეები სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თურქეთის მიმართულებით გადაკვეთას ვერ ახერხებენ.

 

იტვირთბა....