ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„აფხაზეთის ვირტუალური არქივი“: ვებგვერდი აფხაზეთის შესახებ

აფხაზური ენის დღე საქართველოს პრემიერმა და პრეზიდენტმა მიულოცეს.

პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც აფხაზეთის ვირტუალური არქივის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას:

„აფხაზეთის ვირტუალური არქივი – ava.ge, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით შეიქმნა, 2015 წლიდან დაინტერესებულ პირებს აწვდის აფხაზეთის შესახებ საარქივო ინფორმაციას და შეიცავს ფოტო, ვიდეო, საგაზეთო მასალას, ასევე ხელნაწერებს, რუკებს, საოჯახო არქივებს.

ვებგვერდი აფხაზეთის შესახებ კიდევ ერთი ნათელი გზავნილია აფხაზებისადმი და მთლიანად, საქართველოს მოსახლეობისადმი, თუ როგორ ხედავს ქართული სახელმწიფო ჩვენი მშვენიერი ქვეყნის წარსულსა და მომავალს.

ჩვენი სიმდიდრე და სიძლიერე მდგომარეობს სწორედ იმ მრავალფეროვნებაში, მთლიანობასა და ამ მთლიანობის

ჰარმონიულ განვითარებაში, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ და, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები არა მხოლოდ ვაფასებთ, არამედ ვუფრთხილდებით კიდეც.

#პრეზიდენტისსარეზერვოფონდი“-ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 27 ოქტომბერს აღინიშნება აფხაზური ენის დღე, ენისა, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციით, ქართულთან ერთად, მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული.

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, მსოფლიოში 6500-ზე მეტ ენას ასახელებენ, რომელთა უმრავლესობასაც, იუნესკოს მონაცემებით, გაქრობა ემუქრება. მათ შორის 2011 წლიდან სამწუხაროდ აფხაზური ენაც აღმოჩნდა.

იტვირთბა....