National Geographic-ის ყველაზე წარმატებული ფოტოგმირი, ავღანელი გოგონა – შარბათ გულა, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა, პაკისტანის ხელისუფლებამ დააკავა, -ინფორმაციას AFP ავრცელებს.
გულა პაკისტანში, საკუთარ სახლში, მეუღლესთან ერთად დააკავეს, სადაც ავღანეთიდან გაქცევის შემდეგ არალეგალურად ცხოვრობდა. ის ერთ-ერთი ავღანელია, რომელმაც ნაომარ ქვეყანაში დაბრუნებას პაკისტანში დარჩენა ამჯობინა. სამართალდამცავები მას 2 წლის განმავლობაში ეძებდნენ.
44 წლის გულას, 14 წლიანი პატიმრობა და 3-იდან 5 ათასა დოლარამდე ჯარიმა ემუქრება.
ცნობისთვის, 1984 წელს, ომის თემაზე მუშაობისას, პაკისტანში განლაგებულ ავღანელთა ბანაკში, ბრიტნელმა ფოტოგრაფმა სტივ მაკ-კერიმ 12 წლის გოგონა, გულა გადაიღო და ფოტოს “ავღანელი გოგონა” უწოდა. “ავღანელი გოგონას” ფოტო National Geographic-ის ისტორიაში, ყველაზე წარამტებულ ფოტოდ ითვლება.