aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსებმა ცხინვალში გატაცებული ილია თაყაძე გაათავისუფლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მაცხოვრებელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსებმა გაიტაცეს საოკუპაციო ზონიდან, 29 წლის ილია თაყაძე ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

გათავისუფლება გუშინ საღამოს მოხდა.
ე.წ. მესაზღვრეებმა ილია თაყაძე სოფლის განაპირას, პირუტყვის მწყემსვის დროს დააკავეს. სამდღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ცხინვალის ე.წ. სასამართლოზე, თაყაძეს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დასდეს ბრალი და ჯარიმა გადაახდევინეს.

იტვირთბა....