ახალი ამბები მთავარი სამართალი

გურჯაანში მამაკაცი ყელგამოჭრილი იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში 30 წლამდე მამაკაცი ყელგამოჭრილი იპოვეს.

speqtri.ge-ის ინფორმაციით, დაშავებული გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შსს- ცნობით, შემთხვევის შედეგად უწყებამ ერთი პირი დააკავა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ინცინდენტის შემდეგ ბრალდებული ავტომობილით გაიქცა, რა დროსაც სხვა ავტომანქანას შეეჯახა.

იტვირთბა....