https://www.youtube.com/watch?v=fK6XIl8rkNk
სააგენტო „ტრენდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიის ლიდერის, თარხან-მოურავის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ზედმეტმა სირბილემ შესაძლოა ქვეყნის დაშლა გამოიწვიოს და ამ შემთხვევაში აზერბაიჯანს შეუძლია, მარნეულის რეგიონზე გამოთქვას პრეტენზია, რასაც აზერბაიჯანში საქართველოს საელჩომ პოპულიზმი უწოდა, “ტვ პირველის“ ეთერში „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა , ირმა ინაშვილმა უპასუხა. მოულოდნელად, პირდაპირ ეთერში პარტიის სახე, დავით თარხან-მოურავი შევიდა, რომელმაც განაცხადა, რომ სააგენტო „ტრენდი“ ცრუობს, ხოლო „ინტერპრესნიუსი“, რომელმაც პირველმა გადათარგმნა ეს ინფორმაცია „ტრენდიდან“, ასევე ებრძვის „პატრიოტთა ალიანსს“.