ქართული წარმოების დაფასოებული თათარა ექსპორტზე ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გავიდა. შპს „გრეიფის” წარმომადგენელი, დავით რამაზაშვილი რადიო „კომერსანტთან” აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საცდელმა პარტიამ დიდი მოწონება დაიმსახურა და თვის ბოლოს ერთ ტონამდე შეკვეთასაც ელოდებიან. რამაზაშვილი ამბობს, რომ ირანის ბაზარზე შესვლაში პარტნიორი დაეხმარათ, ამჟამად დაფასოებული თათარა თეირანის მსხვილ მარკეტებშია განთავსებული და აკვირდებიან, როგორი იქნება გაყიდვების ტემპი. შპს „გრეიფის” წარმომადგენელი ამბობს, რომ ნიმუშები გაგზავნილი აქვთ რუსეთშიც და პასუხებს ელოდებიან.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ამჟამად პროდუქციის შეტანა მსხვილ მარკეტებში ხდება და ახალ წლამდე თბილისი მთლიანად ათვისბეული იქნება.
წყარო: Commersant