საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა:
„კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტის დეტალები პირადად შევისწავლე და ჩემი აზრი გახლავთ ის, რომ სამხედრო მოქმედებდა ძალიან მკაცრად იმ ინსტრუქციების მიხედვით, რაც მათ გააჩნიათ.
მოგეხსენებათ, რომ სამხედრო ობიექტებს გააჩნიათ ძალიან მკაცრი დაცვის წესები და იმ სამხედროებს, რომლებიც იცავენ სამხედრო ობიექტს, აქვთ ძალიან მკაცრად გაწერილი ინსტრუქციები. ჯარისკაცი მოქმედებდა მთალიანად ამ ინსტრუქციების შესაბამისად, ამიტომ, ამ მიმართულებით შეკითხვები გამორიცხულია.
ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რომ ახალგაზრდა იქნა მოკლული ამ ინციდენტში. მე მინდა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო ოჯახს, მაგრამ გამორიცხულია რაიმე შეკითხვები. სამხედრო ობიექტებს აქვს ძალიან მკაცრი დაცვის წესები და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ძალიან საფრთხილო“, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ კრწანისის სამხედრო ბაზაზე 23 წლის გიორგი შენგელია დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშაგი, რომელმაც გასროლა განახორციელა, ინსტრუქციების მიხედვით მოქმედებდა. მან გაფრთხილება მისცა ტერიტრიაზე შესულ სამ პირს, დაუმროჩილებლობის შემდეგ კი გაისროლა.
გიორგი შენგელიას ოჯახს სამინისტროს ინფორმაციის არ სჯერა და გამოძიების დეტალურად გასაჯაროებას და დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.