ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თავდაცვის მინისტრს სამძიმარზე მისვლა უნდა: ვინ და რატომ მიუგზავნა იზორიამ გიგა შენგელიას მამას

 

“ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ „კრწანისის“ სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მოკლული ახალგაზრდის ოჯახს შუამავალი გაუგზავნა და ეს შუამავალი, კილაძის თქმით, „ტყის ძმების“ ხელმძღვანელი დავით შენგელია იყო.

„წუხელ, გვიან ღამით, ჯიხაშკარში გარდაცვლილ გიგა შენგელიას ოჯახში ლევან იზორიას თხოვნით, „ტყის ძმების“ მეთაური დათო შენგელია მივიდა, თავდაცვის მინისტრს სამძიმარზე მისვლა უნდა და ხმაურის გარეშე დახვდით, სამაგიეროდ, მეორე ძმის თავისუფლებაზე დატოვებაში დაგეხმარებათო. დათო შენგელია ისეთ „კაიფში“ იყო, ფეხზე ძლივს დგებოდა, გარდაცვლილის მშობლებს მისი დაცვის ბიჭი ელაპარაკაო. უარით გაუსტუმრებიათ,“ – წერს ჟურნალისტი.

იტვირთბა....