ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

Doing Business 2017-ში, რეიტინგში საქართველო მე-16 ადგილზეა

 

„მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშის Doing Business 2017 რეიტინგში, საქართველოს მონაცემები მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული – ამის შესახებ განცხადება, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ანგარიშის შესახებ მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშის Doing Business 2017, საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. ნაცვლად შარშანდელი 23 ადგილისა ჩვენ მე-16-ე ადგილზე გადავინაცვლეთ. ერთ წელიწადში ჩვენ 7 პოზიციით გავაუმჯობესეთ ჩვენი რეიტინგი, რაც რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულო ახალი ამბავია. ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის და ჩვენს წინ მხოლოდ მაკედონია და ლატვიაა,“-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

იტვირთბა....