ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დაღუპული გიგა შენგელიას მამა დღეს შემთხვევის ადგილს დაათვალიერებს

„კრწანისის“ ცენტრში დაღუპული, გიგა შენგელიას მამა, რომან შენგელია დღეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებას გეგმავს. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, უწყებიდან დაუკავშირდნენ და შემთხვევის ადგილის დათვალიერება შესთავაზეს.
“გუშინ, გუშინწინაც ხომ შეიძლებოდა ასეთი რაღაცის გაკეთება? დეტალურად უნდა იყოს გამოძიებული საქმე”, – განაცხადა რომან შენგელიამ.
მისივე თქმით, ის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას აპირებს.
„საქმესთან დაკავშირებით 100 ვერსია არსებობს და უნდა დააკონკრეტონ, რა მოხდა“, – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბარში.
თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მზადაა ოჯახს შემთხვევის ადგილი დაათვალიერებინოს, ასევე საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩართოს.

იტვირთბა....