ევროკავშირმა შენგენის შეთანხმების შიდა ზონაში სასაზღვრო რეჟიმზე კონტროლი, მიგრანტების ნაკადების გამო, 3 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ BBC იუწყება.
ევროპული კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეჟიმი ეხება ავსტრიაში, გერმანიაში, დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში საკონტროლო გამშვებ პუნქტებს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირ-თურქეთის შეთანხმების მიხედვით, მიგრანტების შედინება შემცირდა, ადამიანები მაინც გადადიან საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში. ამგვარად, სასაზღვრო კონტროლის გაუქმება გამოიწვევდა ე.წ. „მეორადი მიგრაციის“ ტალღას უკვე ევროპის შიგნით – მიაჩნიათ ევროპულ კომისიაში.
იტვირთბა....