ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„კითხვებს უნდა გაეცეს კომპეტენტური პასუხი“: კრწანისის ცენტრში მომხდარ მკვლელობას პრეზიდენტი ეხმაურება

 

კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ ინციდენტს პრეზიდენტი ეხმაურება.  განცხადება დღეს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ გაახმოვანა:

“გვინდა გამოვეხმაუროთ იმ სამწუხარო ფაქტს, რომელიც მოხდა კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მომხდარის დროული და გამჭვირვალე გამოძიება უმნიშვნელოვანესია. მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული ცენტრი, სადაც განთავსებულია ნატო-საქართველოს ერთობლივი წრთვნისა და შეფასების ცენტრი. სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მიიჩნევს, რომ ყველა კითხვას, რომელიც აქვთ დაღუპულის ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას, უნდა გაეცეს კომპეტენტური პასუხი. არ უნდა დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი და ეჭვი, ამ ფაქტთან მიმართებაში. ეს მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე სამხედრო ძალების რეპუტაციისთვის”, – განაცხადა მიშველაძემ.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კრწანისის ცენტრის ტერიტორიაზე მოკლული 23 წლის გიორგი შენგელიას ცხედარის აღმოჩენა რამდენიმე საათის დაგვიანებით, ღამის გამო ხილვადობის არ არსებობის გამო მოხდა.

ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ გიორგი შენგელიას ოჯახის წევრებს შეუძლიათ ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარონ.

 

იტვირთბა....