ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„თავისუფალი დემოკრატები, ყოჩაღ“!: „მიხარია, რომ თვენნაირი უპრინციპო ხალხი პარლამენტში აღარ იქნება”

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი სერგი კაპანაძე “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი ლიდერების პრესკონფერენციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“აი, თავისუფალი დემოკრატები, ყოჩაღ! ნამდვილი ოპოზიცია იყავით ყოველთვის!!!  პრინციპული ხალხი!

ონოფრიშვილმა, ცაგარეიშვილმა და აბაშიძემ პრესკონფერენცია იმისთვის გამართეს, რომ ეთქვათ ნაციონალებს მხარი არ დაუჭიროთ და მეორე ტურში ხმა ოცნებას მიეცითო. ხომ არის ნამდვილი ოპოზიციური პოზიცია?

ყოველთვის თავს ვიკავებდი, რომ თავდემებზე რამე მეთქვა უარყოფითი, მაგრამ ახლა უბრალოდ უნდა ვთქვა, რომ სამარცხვინო პრესკონფერენცია იყო. და მართლა მიხარია, რომ თქვენნაირი უპრინციპო ხალხი პარლამენტში აღარ იქნება.

წადით ახლა და სადმე რამეს მოგიგდებენ ალბათ, და იქ იმუშავეთ.

ფუჰ….

ყველაზე მეტად, თქვენი ამომრჩევლის წინაშე “ტეხავს”. 70 ათასზე მეტი ადამიანი გენდოთ და ხმა მოგცათ…”, – წერს კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრებმა საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდეს ხმა არ მისცენ “ნაციონალურ მოძრაობას”.

 

იტვირთბა....