სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, ე.წ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირები, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურს შეძლებენ. ამის შესახებ დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრმა, იბრაგიმ ბასიევმა განაცხადა.
“სანამ განცხადებას გავაკეთებდით რუს კოლეგებს ვესაუბრეთ. ამ ეტაპზე რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ცოტა ხანში შეთანხმებას მოვაწერთ ხელს. ვვარაუდობთ, რომ ხელშეკრულებას წლის ბოლომდე მოეწერება ხელი.” – აცხადებს ბასიევი.
მისი თქმით, შეთანხმება სამხედროებს საშუალებას მისცემს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-4 სამხედრო ბაზაზე იმსახურონ.