სოფელ დიღომში, საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღალი ძაბვის არეალში კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. მათი თქმით, ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოება უსაფრთხოების მაღალი ზომების დაცვას მოითხოვს, რაც სამუშაო პროცესს ართულებს.
მაგისტრალურ ქსელზე აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისთვის აუცილებელია წყალსადენის წყლისგან დაცლა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 25 ოქტომბერს, საღამოს 20.00 სთ-დან ხვალ, 26 ოქტომბრის, დილის 10.00 სთ-მდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: დიდ დიღომს და მიმდებარე კერძო დასახლებებს: ქოშიგორას, სოფელ ზურგოვანს, ამერიკის საელჩოს დასახლებას, მუხათგვერდის დასახლებას, ფერაძის (სასოფლოს დასახლება) დახელაშვილის ქუჩებს, ბენდუქიძის დასახლებას. სოფელ დიღომში: სონღულაშვილის, უგრეხელიძის ქუჩებს, ტოიოტას მიმდებარე ახალ დასახლებას, საქალაქო სასამართლოს და მიმდებარე დასახლებას. ვაშლიჯვრის კერძო დასახლებას: სარაჯიშვილის ქ; კვანტალიანის ქ; გოძიაშვილის ქუჩას თავის შესახვევებით. დიღმის მასივში: 1 კვ.-ის N10, N11, N12 კორპუსებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მიმდებარე დასახლებას, იასამნის, ბროწეულის და ბაქრაძის ქუჩებს. ზაჰესში: გრ. ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის ქუჩებს. ასევე ზემო ვეძისის ნაწილს, გოთუას ქუჩას და თამარაშვილის ქუჩის ნაწილს.
წყალმომარაგება ხვალ, 26 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება. წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge/ka/dagegmili.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.