ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თოვლი, წვიმა და ტემპერატურა: სპეციალისტები თვის ბოლომდე ამინდს პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოში ოქტომბრის ბოლომდე მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:

დღეს და ხვალ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერიც. აღმოსავლეთ საქართველოში მკვეთრად დაეცემა ჰაერის ტემპერატურა (+2, +7 გრადუსამდე). თბილისის შემოგარენში და კახეთში შესაძლოა თოვლიც აღინიშნოს. აღსანიშნავია, რომ თბილისის შემოგარენში უკვე თოვს.

ხვალ და ზეგ შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +15, +20 °- მდე, აღმოსავლეთ საქართველოში +8, +13 ° – მდე მოიმატებს.
29 – 30 ოქტომბრისთვის კვლავ მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი”, – ამბობენ სინოპტიკოსები.

იტვირთბა....