მიხეილ სააკაშვილი, უკრაინულ ტელემაუწყებლობა ZIK-ის ეთერში პუტინის გეგმების შესახებ საუბრობს საუბრობს. როგორც ის ამბობს, რუსეთმა პირველი ხაზი საქართველოსთან მიმართებაში გადაკვეთა, მერე იყო უკრაინა, მერე სირია და ახლა აშშ-სთან ომისთვის ემზადება.
“ობამამ თქვა, უკრაინისთვის ჩვენ არ ვიბრძოლებთო, რაც შეცდომა იყო. მან თქვა, ამიხსენით, როგორ ავუხსნა ამერიკელ ხალხს, თუ რატომ ვიბრძვით უკრაინისთვის-ო. უკრაინას არასდროს უთხოვია ამერიკისთვის, რომ მისთვის ებრძოლა, ერთადერთი, რასაც უკრაინა ითხოვს, ეს თავდაცვითი იარაღია, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენ გავქვს ქარხანა, რომელსაც აგრეთვე შეუძლია ამ იარაღის წარმოება, მაგრამ კორუფციის გამო ეს არ ხდება და ამიტომ ამერიკელებს უნდა ვთხოვოთ, რომ იარაღი მოგვცენ, რომელსაც არ გვაძლევენ. უკრაინა უნდა გაძლიერდეს, უკრაინა დიდი ქვეყანაა და უფრო დარწმუნებული უნდა ვიყოთ საკუთარ ძალებში. უკრაინას თავდაცვის უდიდესი პოტენციალი აქვს. ჩვენ კავშირები უნდა გავაბათ, თურქეთთან მაგალითად, პოლონეთთან…
რუსეთი ჩრდილოეთ კორეასავით იქცევა, ანუ სულ შანტაჟებს აწყობს. მაგრამ ჩრდილოეთ კორეელებს უფრო მეტი დისციპლინა აქვთ, ვიდრე პუტინს. ჩრდილოეთ კორეელებმა უკვე ათწლეულებია, რაც იციან, სად უნდა გაჩერდნენ… მიუახლოვდებიან საზღვარს, მაგრამ ჩერდებიან. პუტინმა კი, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იცის. რუსეთის პროპაგანდას რომ გადავხედოთ, ისინი რეალურად ემზადებიან ომისთვის. პირველი ხაზი მან საქართველოსთან მიმართებაში გადაკვეთა, მერე იყო უკრაინა, მერე სირია და ახლა ისინი აშშ-სთან ომისთვის ემზადებიან. სირიაში ისინი აშშ-სთან უკვე კონფლიქტში არიან და მათი თვალთახედვის წერტილიდან, ისინი იმარჯვებენ.
ვფიქრობ, უკრაინა იქნება რეგიონის ლიდერი, საქართველო, მოლდოვა, ყველა კარგად იგრძნობს თავს, თუ უკრაინა კარგ ფორმაში იქნება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.