ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თელავის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები შესაძლოა 2 000 ლარით დააჯარიმონ

 

თელავში საუბნო საარჩევნო კომისიის 12 წევრი შესაძლოა 2000 ლარით დაჯარიმდეს. თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა წარადგინეს ვიდეო, სადაც ასახულია, რომ 10 ოქტომბერს სარჩევნო კომისიის წევრები ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბიდან გამოდიან, ეს კი წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობაა. საოლქომ შეადგინა სამართალდარღვევის ოქმები და შესაბამისი რეაგირებისთვის თელავის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.

“მეტრონომმა” თელავი-ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატთნ “ქართული ოცნებიდან” , ირაკლი სესიაშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან ჩვენს ზარს არ უპასუხა.

იტვირთბა....