თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ შემთხვევაზე პირველ განცხადებას აკეთებს:
„დილის 4 -ის ნახევარზე სამი პირი უკანონოდ შეიჭრა სასწავლო ცენტრში, რომელიც დაცულია და გუშაგი მოიქცა აბსოლუტურად ნომრების დაცვით. შესაბამისად გამოძიება გრძელდება, მიმდინარეობს იმ ორი თანმხლები პირის დადგენა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი იქნა, ამ ცენტრიდან დაახლოებით 100 მეტრში მობილური ტელეფონი, პისტოლეტიც” – განაცხადა ლევან იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ „კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირებმა შეჭრა სცადეს. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, 23 წლის, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა.
საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.