ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მინისტრი თეა წულუკიანი შესაძლოა თამარ ჩუგოშვილმა ჩაანაცვლოს

 

გაზეთ “რეზონანსის” ინფორმაციით, ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ, საპარლამენტო თანამდებობზე ცვლილებებია მოსალოდნელი.

გაზეთის ცნობით, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დიმიტრი ხუნდაძე შესაძლოა აკაკი ზოიძემ ჩაანაცვლოს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ შესაძლოა ირაკლი სესიაშვილი დარჩეს, ან ის კობა კობალაძემ შეცვალოს. განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ გუგული მაღრაძისა და გენადი მარგველაშვილის კანდიდატურები განიხილება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომატის პოსტზე 2 კანდიდატურა სახელდება. ესენია- მამუკა მდინარაძის და თამარ ჩუგოშვილის, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, თამარ ჩუგოშვილმა შესაძლოა აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლოს და იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე, თეა წულუკიანი ჩაანაცვლოს. რაც შეეხება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს. თავმჯდომარის პოსტზე რომან კაკულიას და დიმიტრი ცქიტიშვილის კანდიდატურები სახელდება. საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ შესაძლოა ირაკლი კოვზანაძე დაინიშნოს, ხოლო დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარედ გიორგი გახარია.

იტვირთბა....