საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 ოქტომბრის პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტურის ოფიციალური საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
ცესკოს ინფორმაციით, პარლამენტის 2016 წლის პროპორციული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა – ”ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო”, ”ნაციონალურმა მოძრაობა” და ”პატრიოტთა ალიანსი”.
კერძოდ, ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 48.68%, ანუ 44 მანდატი;
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 27.11%, ანუ 27 მანდატი;
”დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია” – 5.01%, ანუ 6 მანდატი.
საბოლოო შედეგების მიხედვით, პირველ ტურში კანონმდებლობით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერი 23-მა კანდიდატმა გადალახა, ყველა მათგანი ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატია.
#3 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ზაზა ხუციშვილი, #4 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – მამუკა მდინარაძე, #5 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ნინო გოგუაძე, #14 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გიორგი ვოლსკი, #25 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ირაკლი შიოლაშვილი, #31 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – სავალან მირზოევი, #32 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გოდერძი ჩანქსელიანი, #33 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გოგი მეშველიანი, #34 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – კახაბერ ოქრიაშვილი, #35 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – რუსლან გაჯიევი, #38 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ზაქარია ქუცნაშვილი, #40 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გიორგი თოთლაძე, #45 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გედევან ფოფხაძე, #45 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ენზელ მკოიანი, #50 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ელგუჯა გოცირიძე, #53 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – პაატა კვიჟინაძე, #54 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გრიგოლ ლილუაშვილი, #55 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გრიგოლ მიქელაძე, #57 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ცოტნე ზურაბიანი, #58 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გოჩა ენუქიძე, #59 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – არჩილ თალაკვაძე, #62 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ოთარ დანელია და #73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ანზორ ბოლქვაძე.
არჩევნების მეორე ტური 50 საარჩევმო ოლქში გაიმართება.