უკვე ცნობილია იმ პირის ვინაობა, რომელიც წრთვნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის კრწანისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ემსხვერპლა. ის 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელიაა.
ამ ეტაპზე გამოძიება ადგენს ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი სამხედრო სამსახურთან. სამხედრო პოლიციის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის განცხადებით, სამი პირი დაცულ ტერიტორიაზე კვირას გამთნიისას აპირებდა გადასვლას რა დროსაც ისროლა გუშაგმა. ერთი დაიღუპა დანარჩენმა ორმა კი გაქცევა შეძლო.
ამ დროისთვის უცნობია, რა მიზნები ჰქონდად მათ. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია გაზის იარაღი და ფარანი.
გარდაცვლილს თან არ ქონდა საბუთები, რის გამოც გაჭიანურდა მისი ვინაობის დადგენა.გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლთ მიმდინარეობას.