ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დენის დღევანდელი გრაფიკი: თბილისის რომელ რაიონებს და ქუჩებს შეუწყდებათ ელექტროენერგია

 

თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება დიდგორის, გლდანის, მთაწმინდის და ისნის რაიონებს. კომპანია მიზეზად გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს და ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

დიდგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა კიკეთის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარათაშვილის, ათონელის, ფურცელაძის, ვეკუას და ორბელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების ნაწილს, ალექსანდრე წულუკიძის და ლაღიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებს თელასი.

იტვირთბა....