ახალი ამბები მთავარი სამართალი

თურქეთში ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა

თურქეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა. 23 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, გემბანიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. შემთხვევის გამომწვევი მიზეზები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

საზღვაო ტრანსპორტის პრესსამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და თურქეთში საქართველოს საკონსულო. დაღუპულ მეზღვაურს სამშობლოში დღეს გადმოასვენებენ.

იტვირთბა....