„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი კონკურენტს „ქართული ოცნებიდან“ მეორე ტურში დაუპირისპირდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით ზუგდიდის სამივე უბანში ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის შედეგად „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ 981 ხმა მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა სანდრა რულოვსმა კი 438 ხმა.
8 ოქტომბერს და 22 ოქტომბერს მიღებული ხმების რაოდენობა კი მთლიანობაში ასე გადანაწილდა: „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 10 692 ხმა მიიღო, რაც 44.8%-ია, მისმა კონკურენტმა „ქართული ოცნებიდან“ ედიშერ თოლორაიამ კი 11 607 ხმა, 48.63%.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით უწყება მეორე ტურების ჩატარების თარიღზე იმსჯელებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დანარჩენ ოლქებში მეორე ტური 30 ოქტომბერს ტარდება, სავარაუდოდ ზუგდიდის №66-ე ოლქშიც მეორე ტური ამავე დღეს ჩატარდება.