ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლევან იზორია დედოფლისწყაროს ავარიაზე: “გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს”

გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის, ჰქონდა თუ არა ადგილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.
მისი თქმით, შიდა მოკვლევის ფარგლებში ზუსტდება, რამდენად შეესაბამებოდა ესკორტირებისა და გაცილების წესები იმ სტანდარტებს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში არსებობს.

”გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთი ვერსია გახლავთ, ჰქონდა თუ არა ადგილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას. ასევე შიდა მოკვლევის ფარგლებში ჩვენ ვაზუსტებთ, რამდენად შეესაბამებოდა ესკორტირებისა და გაცილების წესები იმ სტანდარტებს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში არსებობს. ასე, რომ ამ ორი მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად გრძელდება”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

რაც შეეხება მძღოლს, ლევან იზორიას განცხადებით, ის სამოქალაქო პირია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

იტვირთბა....