ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გაერო სირიას ქვეყნის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს

გაერო სირიის ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საუბარია ორგანიზაციის კონფიდენციალურ ანგარიშში.

 

დოკუმენტის თანახმად, სირიის სამთავრობო ძალებმა რიგით მესამე ქიმიური თავდასხმა იდლიბის პროვინციის ჩრდილოეთ რეგიონში, გასული წლის მარტში მოაწყვეს. გავრცელებული ცნობით, ვერტმფრენებმა რეგიონში ქლორინის გაზის შემცველი ბომბები ჩაყარეს.

 

გამოძიებას გაერო 13 თვის განმავლობაში ატარებდა. ანგარიშთან დაკავშირებით ასადის რეჟიმს განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.

იტვირთბა....