ჰილარი კლინტონის ნიუ-იორკის საარჩევნო შტაბში ევაკუაცია გამოცხადდა, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ CNN ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის ბრუკლინის შტაბბინაში ანონიმური ამანათი მიიღეს, რომელშიც თეთრი ფხვნილი იყო მოთავსებული.
ფხვნილის შემადგენლობას ექსპერტები სწავლობენ. ამერიკული მედიის ცნობით, კონვერტი ორმა თანამშრომელმა გახსნა და მათ სამედიცინო გამოკვლევა უკვე ჩაუტარდათ.
გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის პაციენტებს არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებათ. მომხდარს ნიუ იორკის პოლიცია იძიებს.