ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა.
შსს-ს ცნობით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ოთხი მგზავრი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.