ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბოდბეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ჯარისკაცის  გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“მწუხარებას გამოვთქვამ სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე სამხედრო ავტომობილის ავტოკატასტროფის გამო. ამ უმძიმეს წუთებში, ვიზიარებ გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. დაშავებულ სამხედრობს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, სოფელ ბოდბეს მიმდებარედ, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ”კამაზის” მარკის ავტომანქანა ამოტრიალდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იჯდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა, სხვები კი დაშავდნენ. დაშავებულთა ნაწილი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, ნაწილი კი – წნორში გადაიყვანეს. ამასთან, რამდენიმე ჯარისკაცი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თბილისში გადმოჰყავთ.

იტვირთბა....