ახალი ამბები მთავარი სამართალი

ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, 28 დაშავდა: ბოდბესთან სამხედრო ავტომობილი ამოტრიალდა

დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, ,,კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომობილი ამოტრიალდა, რომლშიც ჯარისკაცები იმყოფებოდნენ.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით კი ავტოავარიის შედეგად დაზიანებული 28 ადამიანი დედოფლისწყაროს საავადმყოფოშია გადაყვანილი, 7 – წნორში.

„მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დედოფლისწყაროში ჩავიდა. იზორია დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას გაეცნო.

 

იტვირთბა....