სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს. წინა საარჩევნო პროცედურების დასრულების შემდეგ, ფარული კენჭისყრა გაიმართება. რექტორობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის რეზო კიკნაძე და მაია მშვილდაძე.
როგორც კიკნაძემ განაცხადა, რექტორობის კანდიდატები წარადგენენ თავის საარჩევნო კონცეფციას, რომელსაც აკადემიური საბჭო გაეცნობა და არჩევანს ამის შემდეგ გააკეთებს.
„ჩემი მოლოდინია, რომ მე კვლავ ამირჩევენ. არ გამიკვირდება ასე რომ მოხდეს, მაგრამ დაველოდოთ შედეგებს,“ – განაცხადა რექტორობის კანდიდატმა რეზო კიკნაძემ.
რექტორობის კიდევ ერთ კანდიდატს მაია მშვილდაძეს კი პროცედურებთან შენიშვნები აქვს.
„საბჭოს მინდა დაველაპარაკო, მაქვს ჩემი შენიშვნები პროცედურების მიმართ და ეს მინდა გავუზიაროთ მათ. მოქმედ რექტორს რომ არ უნდა შევეჭიდო, ეს ძალიან კარგად ვიცი“ – აღნიშნა მაია მშვილდაძემ.