ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო

ჰილარი კლინტონის შიშველი ფიტული ნიუ იორკში გამოფინეს (ვიდეო)

 

 

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ჰილარი კლინტონის შიშველი ფიტული ნიუ იორკში გამოფინეს.

ფიტულის ავტორი არ სახელდება, მაგრამ ცნობილია მისი ასაკი- მხატვარი 27 წლისაა, რომელმაც ჰილარი კლინტონის შიშველი ფიგურა ნიუ იორკის ერთ-ერთ ქუჩაზე დადგა.

ქანდაკებას ფეხების ნაცვლად ჩლიქები ჰქონდა გაკეთებული, რომელიც ავტორის ჩანაფიქრით, უოლ-სტრიტელი ბანკირის სიმბოლოს წარმოადგენდა.

ჰილარი კლინტონის შიშველ ფიგურას ინდური ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელი მიუახლოვდა და ფიგურა წააქცია. ამის გამო, კლინტონის მომხრეებსა და მოწინაღმდეგებს შორის, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ვითარების განსამუხტად, პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო. სამართალდამცველებმა კლინტონის ფიგურის დემონტაჟი განახორციელებინეს, რადგან მისი დადგმა მარეგულირებელ ორგანოებთან შეთანხმებული არ ყოფილა.

https://www.youtube.com/watch?v=6exBRvwug9M

 

იტვირთბა....