თბილისის ნაწილს დღეს დროებით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, გლდანის, სამგორის, ნაძალადევის, ვაკის და კრწანისის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან, 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, სოფელ დიდგორის, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 და მე-11 კილომეტრების, აღმაშენებლის ხეივნის, დავარის, ჭიაურელის და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კი, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის მცხოვრებლებს. 13:00 საათიდან, 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ მუხათწყაროს, სოფელ თხინვალის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II და III კვარტლების, ნუცუბიძის, ჟღენტის, გამრეკელის, პიკასოს, წოძენიძის და ამაშუკელის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან, 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, ილორის, ქერჩის, შეშელიძის, ხევძმარის და ხიზამბარელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან, 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IV კვარტლების და ვარკეთილი-3 “დ” ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან, 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IIა მიკრორაიონის, დიდუბის დასახლების, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, დადიანის, სააკაძის, ჭიჭინაძის, ბენდელიანის, მოლითის, ორბეთის, ნაქალაქევის, კლდეკარის, წერონისის, ერისთავის, ლაითურის, სუვოროვის, ლამიყანის, ჟღენტის, ზედაზენის და სამღერეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან, 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, კალანდაძის, მარტვილის, ბერძნის და ნადიკვარის ქუჩების მცხოვრებლებს. 13:00 საათიდან, 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საადის, ბოტანიკის, აბანოს და სამღებროს ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან, 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებს თელასი.