რუსები ამერიკელბეზე ჯაშუშობენ და შემდეგ მოგროვებულ ინფორმაციას WikiLeaks აწვდიან,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან ჰილარი კლინტონმა რუსეთის შესახებ გამართული დებატებისას აღნიშნა.
CNN-ის ინფორმაციით, კლინტონს ხმა მაყურებელთა 52%-მა მისცა, ხოლო ტრამპს 38% ერგო.
დებატებში კლინტონმა დონალდ ტრამპს პუტინის მარიონეტი უწოდა. ტრამპმა კი ჰილარი კლინტონის ყველა ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ იგი არ იცნობს პუტინს, თუმცა თავის მეგობრად მიიჩნევს. ტრამპმა აგრეთვე აღნიშნა, რომ პუტინმა ობამასა და კლინტონს ყველა ასპექტში აჯობა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 8 ნოემბერს ჩატარდება.