ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პუტინს ბერლინში სისხლისფრადშეღებილი სათამაშო დათვებით დახვდნენ

 

ბერლინში ვიზიტად მყოფ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს  გერმანიაში საპროტესტო აქციით დახვდნენ. რაიხსტაგთან აქციის მონაწილეებმა სისხლისფრადშეღებილი სათამაშო დათვები მიიტანეს. სააგენტო France Press-ის ცნობით, დემონსტრანტებმა ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვა გააპროტესტეს.

აღსანიშნავია, რომ ბერლინში, სევასტოპოლისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირველად იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პუტინი “ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრას ესწრება.

იტვირთბა....