13 წლის ახალგაზრდა ბიჭმა ინტერნეტთამაშის წაგების გამო თავი მოიკლა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო hackread.com ავრცელებს.
ამავე სააგენტოს ცნობით, მშობლებმა ის საკუთარ ოთახში, კომპიუტერთან იპოვეს. კისერზე მას თოკი ჰქონდა შემოხვეული. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თვითმკვლელობა მოზარდმა ინტერნეტთამაშის წაგების შემდეგ გადაწყვიტა, თუმცა, დეტალები ამ დრომდე უცნობია.
შემთხვევა გუშინ, ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოს მახლობლად მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება.