https://www.youtube.com/watch?v=0EnbXSxdDYw
„ვამზადებ სარჩელს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა „პრიორიტეტების“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ის ივანიშვილს მის განცხადებებზე და ცილისწამებაზე ედავება.
„კონკრეტულად ვედავები მის განცადებებზე, იმ ცილისწამებაზე, იმ შეურაცხყოფაზე, პატივისა და ღირსების შელახვაზე, რომელიც მან დაუშვა არჩევნებამდე და, რა თქმა უნდა, იმ მოწოდებაზე, რომლის თანახმადაც ჩვენ პარლამენტში არ შეგვიშვებდა.
ეს პირადია, პოლიტიკურ ასპარეზზე მერიდება, იმალება, ჩუმად ჭორაობს ორღობის დედაკაცივით, სტუდიაში არ მიჯდება, პირდაპირ ტელედებატებზე არაერთხელ გამოვიწვიე ეს 4 წელია. იმედია ახლა სასამართლოს დაემორჩილება, გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე და იქ მოხდება ჩვენი შერკინება და საკითხების გარკვევა. გაირკვევა თეთრიც და შავიც. ეს იქნება ის აბანო, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის ნამდვილ სახეს კიდევ დაინახავს ხალხი“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.